ახალი მუხამბაზი

ვინა სთქვა, რომ ჩვენში ვარდი აღარ ვარდობს,
ანდა გული სიყვარულით აღარ დარდობს,
ბულბულიც კი თავის სტვენით აღარ გვართობს,
განა ღვინო ძველებურად აღარ მათრობს.

მე დღეს ღვინო ისევ მათრობს,
ეთიმ გურჯი დღესაც ამბობს:
მე ახალი დარდი მიყიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია.

ვინა სთქვა, რომ დაეკარგათ ეშხი ქალებს,
ანდა ფასი აღარა აქვს ლამაზ თვალებს,
აბა კითხეთ იმას, ვინაც ამას ამბობს,
განა ღვინო ძველებურად აღარ ათრობს.

მე დღეს ღვინო ისევ მათრობს,
ეთიმ გურჯი დღესაც ამბობს:
მე ახალი დარდი მიყიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია.

ვინა სთქვა, რომ არ უხდებათ ქალებს ია,
ასეთი რამ ზღაპრადაც არ გამიგია,
ნუ დამზოგავთ, დამახალეთ მკერდში ტყვია,
ჩემი გული ისევ ისე ქალის ტქვეა.

მე დღეს ღვინო ისევ მათრობს,
ეთიმ გურჯი დღესაც ამბობს:
მე ახალი დარდი მიყიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია,
წყალში ვდგევარ ცეცხლი მიკიდია,
მე ახალი დარდი მიყიდია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading