საიტის გამოყენების პირობები

წინამდებარე „საიტის გამოყენების პირობები“ განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომლებიც ვრცელდება თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენებაზე („ვებგვერდი“). ვებგვერდის გამოყენებით (გარდა ამ გვერდის პირველად წაკითხვისა), თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცვათ აქ ჩამოყალიბებული გამოყენების ყველა წესს. ვებგვერდის გამოყენების უფლება თქვენთვის პერსონალურია და არ ექვემდებარება მის გადაცემას რომელიმე სხვა პირისთვის ან სუბიექტისთვის.

საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები

ა. ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა (თუ კონკრეტულად სხვაგვარად არ არის მითითებული) არის GeorgianLyrics.com საავტორო უფლება. ყველა უფლება დაცულია 2023.
ბ. არცერთი პირი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს, დააკოპიროს ან გაავრცელოს ვებგვერდის რომელიმე ნაწილი, მათ შორის შესაბამისი გრაფიკა.
გ. GeorgianLyrics.com და სხვა სავაჭრო ნიშნები და/ან მომსახურების ნიშნები (მათ შორის ლოგოები და დიზაინები), რომლებიც ნაპოვნია ვებგვერდზე, არის სავაჭრო ნიშნები/მომსახურების ნიშნები, რომლებიც განსაზღვრავს GeorgianLyrics.com-ს და GeorgianLyrics.com-ის მიერ მოწოდებულ საქონელს და/ან მომსახურებას. ასეთი ნიშნების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება GeorgianLyrics.com-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
დ. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ, გამოაქვეყნოთ, გადასცეთ, მონაწილეობა მიიღოთ გადაცემაში ან გაყიდვაში, შექმნათ წარმოებული ნამუშევრები ან რაიმე სახით გამოიყენოთ ამ ვებგვერდის ნებისმიერი შინაარსი, მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ აღნიშნული ქმედების შესაბამის უფლებას თავად ვებგვერდი არ განიჭებთ.
ე. ეს ვებგვერდი დაცულია შინაარსის ქურდობისაგან როგორც პასიური, ასევე აქტიური კომპონენტებით. ვებგვერდის შინაარსისა და სხვა საავტორო უფლებებით დაცული მასალის საავტორო უფლებების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს დევნას საავტორო უფლებების შესახებ კანონის შესაბამისად.

წვლილის შეტანა ვებგვერდის განვითარებაში

თუ თქვენ მოწვეულნი ხართ შეიტანოთ ნებისმიერი წვლილი ვებგვერდის განვითარებაში (მათ შორის, ნებისმიერი ტექსტი, ფოტო, გრაფიკა, ვიდეო ან აუდიო მასალა), თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი წვლილის შეტანით, ვებ გვერდს GeorgianLyrics.com-ს ანიჭებთ მუდმივ, ჰონორარის გარეშე, არაექსკლუზიური ლიცენზიის გამოყენების, შეცვლის, ადაპტაციის, გამოქვეყნების, თარგმნის, წარმოებული ნამუშევრების შექმნის, გავრცელების, შესრულების, დაკვრის, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და საავტორო და საჯაროობის ყველა უფლების გამოყენების შესახებ თქვენს წვლილს მსოფლიოს მასშტაბით და/ან გამოვაქვეყნოთ თქვენი წვლილი სხვა ნაშრომებში ნებისმიერ მედიაში, რომელიც ახლა ცნობილია ან მოგვიანებით განვითარდება ნებისმიერი უფლების სრული ვადით, რომელიც შეიძლება არსებობდეს თქვენს წვლილში. თუ არ გსურთ ვებ გვერდს GeorgianLyrics.com მიანიჭოთ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები, გთხოვთ, არ შეიტაონთ წვლილი ვებგვერდის განვითარებაში.

თქვენ ხართ მხოლოდ პასუხისმგებელი ნებისმიერ შინაარსზე, რომელსაც აქვეყნებთ ვებგვერდზე და ამ შინაარსის გამოქვეყნების შედეგებზე. თქვენ თანახმა ხართ აანაზღაუროთ, დაიცვათ უვნებელი GeorgianLyrics.com, მისი ოფიცრები, დირექტორები, თანამშრომლები და აგენტები ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისგან, ზარალის, ხარჯის, ვალდებულების, ზიანის, გადაწყვეტილების, ჯარიმების, პროცენტებისა და ხარჯებისგან, რომლებიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლებით დაცული შინაარსის ან სხვა ინფორმაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებასთან.

რამდენადაც თქვენ ფლობთ უფლებებს ნებისმიერ შინაარსზე, რომელსაც აქვეყნებთ ვებგვერდზე, ასეთი უფლებები დარჩება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს საკუთრებაში.

ბმულები მესამე მხარის ვებსაიტებზე

GeorgianLyrics.com-მა ვებ გვერდის მომხმარებლებს შეიძლება მიაწოდოს ჰიპერბმულები მესამე მხარის ვებსაიტებზე. GeorgianLyrics.com არ აკონტროლებს მესამე მხარის ვებსაიტებს და არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი მიბმული/დაკავშირებული/გამოქვეყნებული, მესამე მხარის ვებსაიტის შინაარსზე ან რაიმე ჰიპერბმულზე მიბმულ ვებსაიტზე. GeorgianLyrics.com არ უჭერს მხარს, არ ურჩევს ან არ ამტკიცებს მესამე მხარის ვებსაიტს, რომლის ჰიპერბმულიც მოცემულია ვებგვერდზე. GeorgianLyrics.com არ იქნება პასუხისმგებელი რომელიმე სუბიექტის წინაშე ასეთი ჰიპერბმულის საშუალებით ხელმისაწვდომი საიტის თუ მისი კონტენტის ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და მასალები შეიძლება შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ტიპოგრაფიულ შეცდომებს. პერიოდულად ხდება ცვლილებები აქ მოცემულ ინფორმაციაში. GeorgianLyrics.com არ იძლევა გარანტიას ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის, მასალისა თუ გრაფიკის მიმართ, რომელიც მოწოდებულია მკაცრად „როგორც არის“ სახით. არავითარ შემთხვევაში ვებგვერდის მფლობელი ან გამომცემელი არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე ზიანისათვის, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, სპეციალური, პირდაპირი, შემთხვევითი, თანმდევი ან სადამსჯელო ზიანი (მათ შორის და არა მხოლოდ დაკარგული/მიუღებელი მოგება), რომელიც წარმოიქმნება ან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული ვებგვერდიდან ინფორმაციის ან სერვისების გამოყენებასთან, ან ინფორმაციის ან სერვისების მიწოდების შეუძლებლობასთან.

საავტორო უფლებების შესახებ შეტყობინება

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია (ნაწარმოები, სიმღერის ტექსტი) მოპოვებულია საჯარო ინფორმაციის წყაროებიდან. ვებგვერდზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა და არ არღვევს ავტორების ან/და უფლებათა სხვა მფლობელების ინტელექტუალურ საკუთრებას.

მიუხედავად ზემოთქმულისა, თუ თქვენ ფლობთ საავტორო უფლებას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რომელიმე მასალასთან დაკავშირებით და გსურთ, რომ აღნიშნული მასალა აღებულ იქნას ვებგვერდიდან, გთხოვთ გვაცნოთ აღნიშნულის შესახებ ჩვენს ვებგვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმის გამოყენებით. ჩვენ მზად ვართ თქვენი მომართვის შესაბამისად ავიღოთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი მასალა. აღნიშნული უფლების გამოყენებისას, გთხოვთ გვაცნობოთ:

  1. საავტორო უფლებებით დაცული ინფორმაციის (ნაწარმოები, სიმღერის ტექსტი) იდენტიფიკატორი;
  2. საავტორო უფლების დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ თქვენ ხართ საავტორო უფლებების მფლობელი ან უფლებამოსილი ხართ იმოქმედოთ მფლობელის სახელით.

ცვლილებები ვებგვერდის გამოყენების პირობებში

GeorgianLyrics.com იტოვებს უფლებას შეცვალოს წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების პირობები ნებისმიერ დროს ამ ადგილას ვებგვერდის გამოყენების ახალი პირობების გამოქვეყნებით. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ GeorgianLyrics.com-ს წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით ჩვენს საკონტაქტო გვერდზე.