მიყვარხარ ტკბილო კახეთო
დიდო ალაზნის ჭალაო,
ქვეყანა შემოვიარე
ვერ ვნახე შენისთანაო,
ალაზნის ტალღამ გაკურთხა,
იორმა პირი გბანაო,
ვერ მოგერია დუშმანი
თუმც ბევრჯერ მოგეძალაო,
ერთიან საქართველოის
შეურყეველო ძალაო.
ცივგომბორიდან სიცოცხლის
სიმღერით გადასახედო,
ხედავ იისფერ ნისლებში
ირმების გადასახედო,
კახეთო ჩემო კახეთოვ და.
ეს ალმები კი არ არის
ოცნების თეთრი ფრთებია,
ომში დაკარგულ შავგვრემან
ვაჟკაცებს ელოდებიან,
ღრუბლებში ამაღლებული
დგას ალავერდის ტაძარი,
თავს დაფენია იყალთოს
აჩრდილი უზარმაზარი,
რუსთველის სიბრძნის აკვანი
განა ამ ქვეყნად სხვაც არი?
ირმების გადასახედო,
კახეთო ჩემო კახეთო.
ცივგომბორიდან სიცოცხლის
სიმღერით გადასახედო,
ხედავ იისფერ ნისლებში
ირმების გადასახედო,
კახეთო ჩემო კახეთოვ და.
ზვრებზე გოდილი მარანი
ყურძნის მთებშია ჩაფლული
მთელი კვირაა რქაწითელს
ქვევრებში გააქვს ჩქაფუნი,
დუღს მაგრამ ცეცხლი სად არი,
ვინ შეუკეთა ბუხარი,
ქვევრი გულსა გავს კაცისას
უცეცხლოდ ამომდუღარი,
ქვევრი გულსა გავს კაცისას,
უცეცხლოდ ამომდუღარი.
ირმების გადმოსახედო,
კახეთო ჩემო კახეთოვ და.
