კესანები

შორით თავს გიხრი და შორით გესალმები,
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს,
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ.

თუ უზენაესის, გამჩენის ცრემლი ხარ,
ტირილით მითხარი რა მელის ცოდვიანს,
ო, რა კარგი ხარ, რა მშვენიერი ხარ,
შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ.

ჭადრის ხეებზე სხედან ჩიტები,
ნატვრის თვალისო გინდა მიგნება,
ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები,
ხვალ ჩემი ძვალიც აღარ იქნება.

შორით თავს გიხრი და შორით გესალმები,
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს,
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ,
სულში ამოდიან და თინათინობენ.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading