პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა

ბიჭი გოგოს წერილსა სწერს,
არ გაგვიგოს ვინმემ ცუდად,
ნეტავ იმას ვისაც ესმის
სიყვარულის აბდა უბდა,
ერთ სიმღერას მღერის მუდამ,
სხვა სიმღერა აღარ უნდა.

პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა,
პატარა ცა მინდა, პატარა მზე.
მე თუ ვარ დღესა ვარ, დარდი ვარ, კვნესა ვარ,
ხვალ იქნებ არც ვიყო ამ ქვეყნად მე.

ყურადღებას აღარ გვაქცევს,
დაიხურა ზეცა ქუდად,
ქუჩებს ელაპარაკება
წავიდა და არ დაბრუნდა,
ფეხით მიდის გულისსწორთან,
ფაიტონიც აღარ უნდა.

პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა,
პატარა ცა მინდა, პატარა მზე.
მე თუ ვარ დღესა ვარ, დარდი ვარ, კვნესა ვარ,
ხვალ იქნებ არც ვიყო ამ ქვეყნად მე.

სხვის დუდუკზე არ იცეკვებს
ცხრა ხელმწიფემ ბრძანოს თუნდაც,
თუმცა კვალი აერია
არ გაივლის მაინც მრუდად,
თბილისელი ბიჭი ქვია,
ისე მღერის როგორც უნდა.

პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა,
პატარა ცა მინდა, პატარა მზე.
მე თუ ვარ დღესა ვარ, დარდი ვარ, კვნესა ვარ,
ხვალ იქნებ არც ვიყო ამ ქვეყნად მე.

პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა,
პატარა ცა მინდა, პატარა მზე.
მე თუ ვარ დღესა ვარ, რაცა ვარ ესა ვარ,
ხვალ იქნებ არც ვიყო ამ ქვეყნად მე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading