პაწაწინა სამოთხე

როგორც ჩიტი გალიაში,
როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ,
სიცოცხლის სანთებელა.
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის?!
სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურც ერთ ისარს ნუ აიცდენ,
გულო, სანამ გამიძლებ.

ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე,
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე.

თვითონ ღმერთი, წამებული,
შენ ერთს გწყალობს ისევე,
მხოლოდ გულში განისვენებს,
მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია,
გულო, უნდა მტკიოდე,
გულო, უნდა მიერთგულო,
მიმყვე საიქიომდე.

ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე,
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე,
ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading