რა გინდოდა, რა გინდოდა

რა გინდოდა, რა გინდოდა,
რას ერჩოდი ამ ჩემს გულს,
არ მიდნოდა, არ მინდოდა,
არ ვეძებდი სიყვარულს.

მოხვედი და მომიტანე
მომიტანე ეს გრძნობა,
სიყვარულით მომიტანე
ჩემი ახალგაზრდობა,

მოხვედი და მომიტანე
მომიტანე ეს გრძნობა,
სიყვარულით მომიტანე
ჩემი ახალგაზრდობა,

შენი მოსვლით აკიაფდა
ჩემი გულის ლამპარი,
არ მგონია სინამდვილე,
სულ მგონია ზღაპარი.

მოხვედი და მომიტანე
რაღაც გრძნობა სხვაგვარი,
მაპატიე არ მცოდნია
სიყვარული ამგვარი.

მოხვედი და მომიტანე
რაღაც გრძნობა სხვაგვარი,
მაპატიე არ მცოდნია
სიყვარული ამგვარი.

ღირსი არ ვარ შენი ტრფობის
და არც ჩენი ალერსის,
მივდივარ და თან მიმყვება
სევდა შენი თვალების.

მოდი, მოდი ჩქარა, თორემ
მერე გვიან იქნება,
დავიფერფლოთ სიყვარულში
თუ ეს ღმერთმა ინება.

მოხვედი და მომიტანე
მომიტანე ეს გრძნობა,
მოდი, მოდი ჩქარა, თორემ
მერე გვიან იქნება,
მერე გვიან იქნება,
მერე გვიან იქნება.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading