ქალი ზღვის პირას დგას

გული უმღერის გულს,
თვალი უყურებს თვალს,
იქნებ რაიმე სურს
ამ გაღიმებულ ქალს.
იქნებ რაიმე სურს
ამ გაღიმებულ ქალს.

მზე ეფერება ზღვას,
ქალი შეცქერის ცას,
ზღვა ეფერება ქალს,
იქნებ რაიმე სთქვას.

ვერც მე, ვერც მზე და ზღვა,
ვერცერთი ვბედავთ თქმას,
ქალი ზღვის პირას დგას
და ელოდება სხვას.
ქალი ზღვის პირას დგას
და ელოდება სხვას.

ზღვა ეფერება ქალს,
ქალი შეცქერის ცას,
მზე ეფერება ზღვას,
იქნებ რაიმე თქვას.

ვერ მე, ვერც მზე და ზღვა,
ვერცერთი ვბედავთ თქმას,
ქალი ზღვის პირას დგას
და ელოდება სხვას.
ქალი ზღვის პირას დგას
და ელოდება სხვას.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading