ქუჩა ქუჩა დავდივარ და
გულით სევდას დავატარებ,
გულით სევდას დავატარებ ვაი.
ვუფრთხილდები გულის წადილს,
ნიავსაც კი არ ვკარებ,
ნიავსაც კი არ ვაკარებ ვაი.
ყველა ჩიტის ენა ვიცი,
მესმის ქარი რასა მღერის,
მესმის ქარიც რასა მღერის ვაი,
ქარის მესმის, მაგრამ ქალებს
ვერ გავუგე ვერაფერი,
ვერ გავუგე ვერაფერი ვაი.
დელია, დელივო დელივო დელა და,
დელია, დელივო დელივო დელა და.
ქარის მესმის, მაგრამ ქალებს
ვერ გავუგე ვერაფერი,
ვერგავუგე ვერაფერი ვაი.
დღეს ღიმილით იმედს მაძლევ,
ხვალ კი უკვე ზღაპარ იყო,
ხვალ კი უკვე ზღაპარ იყო ვაი.
გული მარტი ხომ არ არის
წვიმდეს უცებ გადაიღოს,
წვიმდეს უცებ გადაიღოს ვაი.
შენ ფანჯრებთან ბევრი ღამე
თეთრად გამიტარებია,
თეთრად გამიტარებია ვაი.
ჩემი გული შენ მოგიკლავს,
სხვისი გაგიხარებია,
სხვისი გაგიხარებია ვაი.
დელია, დელივო დელივო დელა და.
დელია, დელივო დელივო დელა და.
ჩემი გული შენ მოგიკლავს
სხვისი გაგიხარებია,
სხვისი გაგიხარებია ვაი.
ჩემი გული შენ მოგიკლავს,
სხვისი გაგიხარებია,
სხვისი გაგიხარებია ვაი.
