ჩემი თბილისის საღამო

ჩემი თბილისის საღამო
პატარძალივით ირთვება,
ბედის ვარსკვლავი მიღიმის,
შენთან შეხვედრას მპირდება.
ბედის ვარსკვლავი მიღიმის,
შენთან შეხვედრას მპირდება.

ფიქრი მტკვრის პირას მიჰყვება,
შენზე ოცნებით გართული,
როგორც ლექსები ტატოსი,
როგორც სიმღერა ქართული.
როგორც ლექსები ტატოსი,
როგორც სიმღერა ქართული.

მოდი, მოდი მოფრინდი ოცნებავ,
ლურჯო, ლურჯო ოცნებავ ღამისა,
ნუთუ შენდობა არა გწამს
ასე ლამაზი ღამისა?

როცა პატარძლის კაბაში,
ყელმოღერებულს გნახავო,
ჩემი მეჯვარე იქნება,
ჩემი თბილისის საღამო.
ჩემი მეჯვარე იქნება,
ჩემი თბილისის საღამო,
ჩემი თბილისის საღამო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading