ჩემო ჩიტუნია

ჩემო ჩიტუნია
ლაჟვარდთვალა ია
შენთვის მომინდვია ეს გული
გაზაფხულის ვარდო
შენთან მოსვლას ვნატრობ
მარად შენზე შეყვარებული
ოცნებების ზღვა ხარ
მიუწვდომი ცა ხარ
სიმღერების ხმა ხარ ძვირფასო
პატარა ხარ რა ხარ
ჩემი ლექსის თქმა ხარ
დაგეძებ და სად ხარ ძვირფასო

შენი სიყვარული
ხანჯლით გათანგული
ლამი გასკდეს გული ჭირიმე
შენთა თვალთა სხივის
ელვით განაწირის
დავდივარ ა ვტირი ჭირიმე
დაგუბებულ ნაღველს
დარდებს ვეღარ ვამხელ
ავადა ვარ მნახე ძვირფასო
ჩემო ჩიტუნია
ლაჟვარდთვალა ია
ველი ღიმილს მზიანს ძვირფასო

პატარა ხარ რა ხარ
ჩემი ლექსის თქმა ხარ
დაგეძებ და სად ხარ ძვირფასო
ჩემო ჩიტუნია
ლაჟვარდთვალა ია
ველი ღიმილს მზიანს ძვირფასო


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading