წარსულმა სულ თან წაიღო

მიზეზს ვეძებ ვერ გავიგე ნეტავ რა იყო,
როგორ მოხდა ჩვენი გზები ორად გაიყო,
სხვა რა დამრჩა სევდის გარდა,
რაც მიყვარდა, რაც კი მწამდა
წარსულმა სულ თან წაიღო.
სხვა რა დამრჩა სევდის გარდა,
რაც მიყვარდა, რაც კი მწამდა
წარსულმა სულ თან წაიღო.

არც შეხვედრები, არც მოლოდინი,
თითქოს და ცხადად არ იყო.
არც საყვედური, არც ხმა ვედრების
წარსულმა სულ თან წაიღო.

დამრჩნენ მხოლოდ ფიქრები
დაუღალავ მდევრებად
და სიზმრად წასულ დღეების
მესმის ჩუმი ვედრება.

როცა ჩემთვის სიზმარს ჰგავდი
ცხადად ახდენილს,
როცა შენზე ლოცვად იქცა
გული თავხედი.
ამოსუნთქვაც არ მადროვე,
იმედიც კი არ დატოვე,
არ ვიცი, საით წახვედი…
ამოსუნთქვაც არ მადროვე,
იმედიც კი არ დატოვე,
არ ვიცი, საით წახვედი…

არც შეხვედრები, არც მოლოდინი,
თითქოს და ცხადად არ იყო.
არც საყვედური, არც ხმა ვედრების
წარსულმა სულ თან წაიღო.

არც საყვედური, არც ხმა ვედრების
წარსულმა სულ თან წაიღო,
წარსულმა სულ თან წაიღო…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading