ბაკურიანი

თეთრი რელსებით მთიდან ვეშვებით
და კუკუშკა მიგვაქროლებს წინ
ცოტაც და კიდევ თბილისს ვიქნებით
და მეგობრებს მოვიგონებთ შინ. X3

უკან დაგვრჩება ბაკურიანი
სიმღერა და თოვლში გრიალი
თხილამურებიც უკან დაგვრჩება
თუმცა თოვლშიც ვერ მივყავდით წინ. X3

და მეგობრებს მოვიგონებთ შინ. X2

მოგვაგონდება როგორც ზღაპარი
სიმღერა და თოვლში გრიალი
შორს დარჩენილი თეთრი მთაბარი
სიყვარულის მერიდიანი

სიმღერა და თოვლში გრიალი. X2

თეთრი რელსებით მთიდან ვეშვებით
და კუკუშკა მიგვაქროლებს წინ.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading