გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო

გულმა გული როცა იცნო
და სიმღერა დამებედა,
სიყვარულიც მაშინ ვიწამე.

იავნანამ დამაფიცა,
შენი მზე და შენი მიწა,
შენი მზე და შენი მიწა მე.

ისევ ტივი მეძახის და
მერიქიფე ღვინოს მისხამს,
მეგობარო გული მივცეთ გულს.

გრიშაშვილის ხარფუხს ვნატრობ,
გოგლაურას სადღეგრძელოს,
ყარაჩოღლის ნამუსიან ქუდს.

გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო,
თეთრი მტრედი მომაგებე ციდან.
მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.
მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.

ოქროს უბანს მოვივლი და
მეიდანსაც ავამღერებ,
იეთიმ გურჯი დამიმშვენებს მხარს.

ორთაჭალის ბაღში შევალ,
მოვიგონებ წასულ ბიჭებს,
საიათნოვაც ააკვნესებს ქნარს.

გორგასალის მიმინოს და
ქართლის დედას დაგილოცავ,
ზეციერო აგვარიდე ავს.

ნაღდ ძმაკაცს და ნაღდ ქალაქელს,
სულს მივცემ და გულს გაუყოფ,
ვანაცვალებ, ვანაცვალებ თავს.

გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო,
თეთრი მტრედი მომაგებე ციდან.
მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.
მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.

გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო,
თეთრი მტრედი მომაგებე ციდან.
მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.
მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.

გორგასალის მიმინოს და
ქართლის დედას დაგილოცავ,
ზეციერო აგვარიდე ავს.

ნაღდ ძმაკაცს და ნაღდ ქალაქელს,
სულს მივცემ და გულს გაუყოფ,
ვანაცვალებ, ვანაცვალებ თავს.

გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო,
თეთრი მტრედი მომაგებე ციდან.
მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.
მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.
მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა.
მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო,
მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო,
შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading