წუთისოფლის სტუმრები ვართ
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება.
თუ ერთმანეთს არ ვახარებთ
ამის მეტი რა დაგვრჩება.
არ მიყვარს არა არ მიყვარს,
კაცი ორპირი ცბიერი,
არ შევჭამ იმის პურს არა,
თუკი ვკდებოდე მშიერი.
ჩვენთან ქრისტე პურობს ანგელოზი ჟამობს,
ცოდვიანი ნანობს, მადლიანი ხარობს.
გაუმარჯოს პავლესა, დაისხამს და დალევსა.
როცა სუფრას გამიშლიან
მოვეგები გონებასა,
ჭიქა ღვინო მირჩევნია
ასი თუმნის ქონებასა.
არ გავცემ ხმასა ხარბ კაცსა,
არ გავაღვიძებ მძინარეს,
არც იმის ხიდზე გავივლი,
თუ გინდ წამიღოს მდინარემ.
სანთლის გუთანს გავაკეთებ
შიგ შევაბამ უღელ თევზსა,
ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ,
ზღვაში მოვმკი სარჩოს ჩემსა.
არ მიყვარს არა არ მიყვარს,
კაცი ორპირი ცბიერი,
არ შევჭამ იმის პურს არა,
თუკი ვკდებოდე მშიერი.
ჩვენთან ქრისტე პურობს ანგელოზი ჟამობს,
ცოდვიანი ნანობს, მადლიანი ხარობს,
გაუმარჯოს პავლესა, დაისხამს და დალევს.
