ნაპირს, გაცდა გემი თეთრი,
შორს სივრცეში მიფარფატებს აფრა,
საით, საით მიდის ასე მარტო კენტი,
სულ არა სჩანს, აუ როგორ გაქრა.
საით მიდის ასე მარტო კენტი,
სულა არა სჩანს, აუ როგორ გქრა.
მობრუნდება იგი მალე
და მოიტანს შორი ქვეყნის ამბავს,
მე, ლოდინით ვეღარ დავღლი თვალებს,
სხვა დაგხვდება, მე კი ალბათ არა.
მე, ლოდინით ვეღარ დავღლი თვალებს,
სხვა დაგხვდება, მე კი ალბათ არა.
შენც მიდიხარ ვით ის გემი
და სივრცეში მიფარფატებს აფრა,
მჯერა, მჯერა მოხვალ, მაგრამ აღარ გელი,
სხვა დაგხვდება მე კი ალბათ არა.
მჯერა, მოხვალ, მაგრამ აღარ გელი,
სხვა დაგხვდება, მე კი ალბათ არა,
მე კი ალბათ არა, მე კი ალბათ არა.
