იავნანა (ჭოხონელიძე)

მზის სხივების აკვანი გაქვს,
იავ ნანინაო.
ანგელოზის ფრთები გხურავს,
იავ ნანინაო.

კართან ია გიფენია,
მტრედთან ერთად გიფრენია,
ვარდი, ზურმუხტი, ლალები,
აკვანში დაგიფენია.

ამოდის ცისკრის ვარსკვლავი,
ნანა, ნანი, ნაო,
ნანაო, ნანა ქალასაო,
ანგელოზის ცალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
ნანინა, ნანა, ნა-ნაო.

ანგელოზი გირწევს აკვანს,
იავ ნანინაო.
თეთრი კრავი გესიზმრება,
იავ ნანინაო.

ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა,
იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა.

შენს დაქალებას მომასწრებს,
მე ღვისმშობელიო,
ნანაო, ნანა, ქალასაო,
ანგელოსზის ცალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
ნანაო, ნანა, ნა-ნაო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading