იღიმება ლურჯთვალება ია

მოდი ჩემთან, მოდი, სანამ დროა,
ღამე დადნა, დილა თვალებს ახელს,
მოდი, თორემ სხვა შენს ნაცვლად მოვა,
გამიქარვებს სევდასა და ნაღველს.

გავლენ წლები დაზამთრდება გულში,
წავა, რასაც სიჭაბუკე ქვია,
და რაც ასე ადრე იყო გუშინ,
ხვალ იქნება უსასრულოდ გვიან.

ჩქარა, თორემ იასამნის სურნელს
დრო გაატანს გაზაფხულის ნიავს,
სიჭაბუკე სიზმარივით წავა
და იქნება ყველაფერი გვიან.

ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო,
ყვავილების ფიფქი ცვივა ციდან,
ყვავილების სურნელება მათრობს
და ბავშვივით მოფერება მინდა.

გავლენ წლები დაზამთრდება გულში,
წავა, რასაც სიჭაბუკე ქვია,
და რაც ასე ადრე იყო გუშინ,
ხვალ იქნება უსასრულოდ გვიან.

იღიმება ლურჯთვალება ია…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading