მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ,
მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ,
ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი.
მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ,
სიმღერებს მაინც იქაც წავიღებთ,
ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი.
ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ,
ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ,
ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე.
მე ვიცი რა გველის,
და ვხედავ შენ ლექსებს ისევ წერ.
ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ
და ვიცით, ჩვენ სხვებიც გვისმენენ.
შენ იცი რა გველის,
შენ ხედავ მე ლექსებს ვეღარ ვწერ.
შენ იცვლი, შენ იცმევ,
შენ ცხოვრობ, მე კი ვეღარ ვძლებ…
მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ,
მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ,
ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი.
მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ,
სიმღერებს მაინც იქაც წავიღებთ,
ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი.
ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ,
ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ,
ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე.
შენ იცი რა გველის,
შენ ხედავ მე ლექსებს ვეღარ ვწერ.
შენ იცვლი, შენ იცმევ,
შენ ცხოვრობ, მე კი ვეღარ ვძლებ…
მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ,
მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ,
ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი.
მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ,
სიმღერებს მაინც იქაც წავიღებთ,
ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი.
ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ,
ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ,
ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე.
მე ვიცი რა გველის,
და ვხედავ შენ ლექსებს ისევ წერ.
ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ
და ვხედავთ, ჩვენ სხვებიც გვისმენენ.
