მუხამბაზი

შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,
ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია,
ექიმობას თუ გამიწევ მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.
ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენს ფანჯრებთან ვიღიღინო რას გიშლი,
ამასა გთხოვ შენს ნახვას ნუ დამიშლი,
სილამაზე ცქერით როდი გაცვდება,
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება.
სილამაზე ცქერით როდი გაცვდება,
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება.
ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

რა მაწუხებს უნდა მიხვდე თავადა,
შენგანა ვარ ასე მძიმედ ავადა,
მიექიმე მოდი სანახავადა,
ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა.
ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.

შენს ლოდინში ვრჩები კენტად,
რას მიპირებ გოგოვ ნეტავ?
რახან დამტოვე ავადა
მაშ მოდი სანახავადა.

შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია, ბინდია, ბინიდა…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading