ფიქრიდან სიტყვამდე მანძილი დავფარე,
ნოტების ბურუსში გავფანტე სიმების რხევა
და სათქმელი ვუამბე ცას.
კოსმიურ მელანში კალამი ჩაძირა დრომ,
რომ სიტყვებად აქცია ჩვენთაგან ნანატრი სინათლე
კვლავ იკვლევს გზას.
ზღვა, სავარაუდოდ მხოლოდ მზეს ამჩნევს
და ყოველ იალქანს საკუთარ ქართან უთევს აღდგომა.
აფრენს ნიავი ნამქერს, აფრებად მწვერვალზე ნაფენს,
რომ გაზაფხულმა კვლავ შეძლოს დადგომა.
ბედნიერ წამისთვის გაღებულ სიცოცხლეს
სულის სიცხადეს მოწმობს ცივი, ცივის ნიავი ღამის.
სასწორზე დაიდო წამი და წამი,
ვარსკვლავთა რხევა მშვიდი ღიმილი მთვარის
ღრუბელი, ნიავი, ქარი.
ზღვა, სავარაუდოდ მხოლოდ მზეს ამჩნევს
და ყოველ იალქანს საკუთარ ქართან უთევს აღდგომა.
აფრენს ნიავი ნამქერს, აფრებად მწვერვალზე ნაფენს,
დრო ვერასოდეს ისწავლის დანდობას.
აფრენს ნიავი ნამქერს, აფრებად მწვერვალზე ნაფენს,
რომ გაზაფხულმა კვლავ შეძლოს დადგომა.
