ორღანი 78

გაივლის დრო,
წაიღებს ტკივილს,
სიტყვები დაადნობს თოვლს,
დავბრუნდები ისევ
ყვავილებით ხელში,
დავივიწყებ წაგებულ ომს.

მე მოვალ შენთან ალბათ დღეს,
მე მოვალ შენთან ალბათ დღეს,
ვარდებით ხელში.

გაივლის დრო
და წაიღებს ტკივილს,
სიტყვები დაადნობს თოვლს,
დაბრუნდები ისევ,
ყვავილებით ხელში,
დაივიწყებ წაგებულ ომს.

მოხვალ ჩემთან ალბათ დღეს,
შენ მოხვალ ჩემთან ალბათ დღეს.

გაივლის დრო,
წაიღებს ტკივილს,
სიტყვები დაადნობს თოვლს,
დავბრუნდები ისევ
ყვავილებით ხელში,
დავივიწყებ წაგებულ ომს.

მე მოვალ შენთან ალბათ დღეს,
მე მოვალ შენთან ალბათ დღეს,
ვარდებით ხელში.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading