ტრიალებს

ბედს ვეძებდი ვაი სად არ ვიარე,
დრო და ჟამი მიმატებდა სევდას,
რაც ამ ქვეყნად ცოდვა ბრალი ტრიალებს,
ზეცა როგორ არ შავდება ნეტა.

ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის,
დრო ყველას გაგვატიალებს.

ვინ იცის, ვინ იტყვის
სად მოგვიშუშებს იარებს,
ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
ტრიალებს.

სად ვეძებო სამართალი არ ვიცი,
გაგონილა ცეცხლად მექცა წყალი,
ღმერთო ჩემო ჩემი ცოდვით დაიწვი,
ერთხელ მაინც გაახილე თვალი.

ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის,
დრო ყველას გაგვატიალებს.

ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის,
დრო ყველას გაგვატიალებს.

ვინ იცის, ვინ იტყვის
სად მოგვიშუშებს იარებს,
ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
ტრიალებს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading