ალიონზე ბაღში ფეთქავს
ვარდი ფერად-ფერადი,
სიყვარულის დედულეთო,
მწვანეში ხარ ყელამდი.
დაგელოცოს ცა და ფუძე
ბაგრატი და გელათი.
ქუთაისო, ქუთაისო,
შენთან არის გული ჩემი.
ქუთაისო, ქუთაისო,
შენთან არის გული ჩემი.
დე, რიონმა ნება-ნება
იდუდუნოს ზვირთებად.
დამიკარგა მოსვენება
ცაცხვებმა და კვირტებმა,
აქ ყოველი გათენება
სულ სიყვარულს მპირდება.
ქუთაისო, ქუთაისო,
შენთან არის გული ჩემი.
ქუთაისო, ქუთაისო,
შენთან არის გული ჩემი.
