ღმერთი სიყვარულისა
გულით თუ არ იწამე,
მაშ, სიცოცხლე რისთვის გინდა,
ამ დალოცვილ მიწაზე.
აბა ის დღე რა დღე არის,
შენ თუ ვერსად გიხილე!
მაშ, სიცოცხლე რისთვის გინდა,
ამ დალოცვილ მიწაზე.
აბა ის დღე რა დღე არის,
შენ თუ ვერსად გიხილე!
გული შენთან ზღვად ღელავს და
შენზე ლოცვას ვღიღინებ,
თითქოს ცაზე მზე ამოდის,
როცა შენ გამიღიმებ.
აბა ის დღე რა დღე არის,
შენ თუ ვერსად გიხილე!
ღმერთი სიყვარულისა,
გულით თუ არ იწამე,
მაშ, სიცოცხლე რისთვის გინდა,
ამ დალოცვილ მიწაზე.
აბა ის დღე რა დღე არის,
შენ თუ ვერსად გიხილე!
აბა ის დღე რა დღე არის,
შენ თუ ვერსად გიხილე,
სიყვარულო სიყვარულო
შენი მრავალჟამიერ!
