ყვავილების დედოფალა

ყვავილების დედოფალა, ეს ქვეყანა შენია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ, ცქერა გამჭირვებია,
ყვავილების დედოფალა, ყვავილები მღერიან,
ყველა დარდი დამავიწყე, გული გადამერია.

წვიმა მოდის წვიმა წკაპაწკუპით, კაბა დაგსველებია,
ყვავილების დედოფალა, საყვარელო ფერია,
წვიმა მოდის წვიმა წკაპაწკუპით, მაგრამ არაფერია,
ყვავილები თურმე წვიმაშიც კი მღერიან, მღერიან.

ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ, ცქერა გამჭირვებია,
წვიმა მოდის წკაპაწკუპით, ყვავილები მღერიან,
ეს ქვეყანა გაცოცხლდა და, გული გადამერია, ყვავილები მღერიან.

ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ, ცქერა გამჭირვებია,
წვიმა მოდის წკაპაწკუპით, ყვავილები მღერიან,
ეს ქვეყანა გაცოცხლდა და, გული გადამერია.

წვიმა მოდის წკაპაწკუპით, ყვავილები მღერიან, მღერიან…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading