ჩვენ შენთვის ვმღერით

გულს ვაყუჩებ დარდებიანს
ვეჭიდები ფიქრის მორევს
აუ ზეცა რამდენია,
ჩემი ზეცა მინდა თორემ

გზას მივყვები ბარდებიანს,
მოვედები ღობე-ყორეს,
ცას ვარსკვლავი რამდენია,
მე ჩემს ვარკსვლავს ვეძებ, თორემ

ჩვენ გვიყვარს სითბო და ვერ ვძღებით ფერებით,
შენი სიყვარულით და თბილი ხელებით,
შენი თხელი კაბა სხვადასხვა ფერებით,
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით

ჩვენ გვიყვარს სითბო და ვერ ვძღებით ფერებით,
შენი სიყვარულით და თბილი ხელებით,
შენი თხელი კაბა სხვადასხვა ფერებით,
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით

მთვარე ვერცხლის შანდალია,
აუნთიათ ციხე-გორებს,
ქვეყნად გზები რამ დალია,
მე ჩემი გზა მინდა თორემ

თმაზე წვიმა დამდენია,
მძიმედ მადებს ნისლის ტორებს,
ქვეყნად ფიქრი რამდენია,
შენზე ფიქრი მინდა თორემ

ჩვენ გვიყვარს სითბო და ვერ ვძღებით ფერებით,
შენი სიყვარულით და თბილი ხელებით,
შენი თხელი კაბა სხვადასხვა ფერებით,
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით

ჩვენ გვიყვარს სითბო და ვერ ვძღებით ფერებით,
შენი სიყვარულით და თბილი ხელებით,
შენი თხელი კაბა სხვადასხვა ფერებით,
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით
ჩვენ შენთვის ვმღერით

შენთვის ვმღერით…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading