წვიმა

ისე ნაზად წვიმდა, თითქოს მაღალ ციდან
ანგელოზთა ცრემლი ეშვებოდა ციდან,
რაღაც გასაოცარ იდილიას ქმნიდა,
სიყვარული სულში იმედის ფრთებს შლიდა,
ფრთებს შლიდა…

ვოცნებობდი შენზე, უშენობა მჭირდა,
შემეყარა სევდა, ისე ნაზად წვიმდა, წვიმდა…

მზეო შენი სახე სულში ცრემლად რჩება,
ისევ მესიზმრება, ისევ მელანდება,
სანატრელი დარდი ცისფერ ნისლში ქრება,
წვიმის წმინდა წვეთი უხმოდ მეფერება, მეფერება…

ვოცნებობდი შენზე, უშენობა მჭირდა,
შემეყარა სევდა, ისე ნაზად წვიმდა, წვიმდა…

ვოცნებობდი შენზე, უშენობა მჭირდა,
შემეყარა სევდა, ისე ნაზად წვიმდა, წვიმდა…

ისე ნაზად წვიმდა, თითქოს მაღალ ციდან
ანგელოზთა ცრემლი ეშვებოდა ციდან…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading