აი მთაზედა

აი მთაზედა,
თოვლიანზედა,
ია დავთესე, ია მე დავთესე,
ვარდი ამოსულა,
ვარდი ამოსულა.

ირმისა ჯოგი
შიგ შაჩვეულა,
ნეტაი ეძოვათ,
არ გაეთელათ,
არ გაეთელათ.

მტერს დღენანკლული ვეგონე,
ხედავს რომ გავიზარდია,
სანაგვეზედა ნაგდები,
დღეს სამლოცველო ხატია.

აღარა მიჭირს კარგა ვარ,
აღარაფრის მაქვს დარდია,
კარგი მაქვს წუთისოფელი,
კაი დროს დავიბადია,
კაი დროს დავიბადია.

კარგა ვარ წყლული მირჩება,
აღარაფრის მაქვს დარდია,
თავისუფლად ყეფს არწივი,
კაი დროს დავიბადია,
კაი დროს დავიბადია.

აი მთაზედა,
თოვლიანზედა,
ია დავთესე,
ვარდი ამოსულა,
ვარდი ამოსულა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading