მე თბილისის მოტრფიალე ვარ,
იმის სახელს გულში ჩავიკრავ,
თბილისის თბილ მიწას ვენაცვალე,
უბერებელ მტკვარს გავცქერი კვლავ.
წლები გადის, გადავიღალე,
თურმე თეთერი გამომერია,
როგორც თბილისს ეს სიბერე, ისე,
იმის შვილსაც ვერ მომერია.
არ მინდოდა ცხოვრების გზა ნაქარგი,
ფიროსმანის შესანდობრის სმა,
ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე,
მომიტევოს ჩემმა თბილისმა.
ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე,
მომიტევოს ჩემმა თბილისმა.
წლები გადის…
