ერთადერთო ჩემო ღმერთო

თბილისელ კაცს თბილისურად,
მიყვარს შენი უბნები.
სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო,
მარტო შენ გეუბნები.
გოგოლევის ქუჩელი ვარ,
მტკვარზე ფეხით გავდივარ,
გაუქმებულ აივნების
სიმღერა და დარდი ვარ.

მოვკვდე როცა გაგცვალო,
ჩავქრე, როგორც სანთელი,
ყველა შენ გენაცვალოს,
ერთგული ყრმის სახელით.

ყველა მთაწმინდელი და
ყველა სოლოლაკელი.
დიღმელი და წყნეთელი,
ვერელი და ვაკელი.

ერთადერთო, ჩემო ღმერთო,
ჩემო თბილისო.
ერთადერთო, ჩემო ღმერთო,
თბილის ქალაქო.

სიზმრად ვნახე ძველი რიყე,
ჩუქურთმოვან მტევნებით,
ძველი ავლაბრელები და
ძველი ხარფუხელები.

სიჭაბუკე მიბრუნდება,
ლახტის წრეში ვიჭრები,
სად არიან შენი ყოჩი
ქამრიანი ბიჭები.

მოვკვდე როცა გაგცვალო,
ჩავქრე როგორც სანთელი,
ყველა შენ გენაცვალოს,
ერთგული ყრმის სახელით.

ყველა ნახალოვკელი
და სვანეთის უბნელი,
ამაყი და თავნება,
ჭკვიანი და სულელი.

ერთადერთო, ჩემო ღმერთო,
ჩემო თბილისო.
ერთადერთო, ჩემო ღმერთო,
თბილის ქალაქო.
თბილის ქალაქო,
თბილის ქალაქო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading