მე მინდა შენთან

მე მინდა იცოდე ჩემი სიტყვები,
მე მინდა გესმოდეს ჩემი სიმღერა,
მე მინდა გახსოვდეს, მინდა გახსოვდეს,
რომ მე მინდა შენთან, მე მინდა შენთან.

ვიცი არ გიყვარს ცივი სამოთხე
და ამბობ სიტყვებს, რომელიც მწვავს,
გახარებს სიჩუმე, სიცილზე მეტად,
შენი ვარ იცოდე, მე მინდა შენთან.

სიტყვები არაფერს აღარ ამბობენ,
სიმღერაც მალე დარჩება სხვებთან,
მაგრამ მე იგივეს, იგივეს გიმღერებ,
მე მინდა შენთან, მე მინდა შენთან.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading