გაზაფხული მაინც მოვა

ზეცას დაფარავს ღრუბელი,
ფიქრი წამიყვანს შორს,
უკან მოხედვა მაშინებს,
ნუთუ დაზამთრდა,
ნუთუ ასე უიმედოდ თოვს.
უკან მოხედვა მაშინებს,
ნუთუ დაზამთრდა,
ნუთუ ასე უიმედოდ თოვს.

დრო წაიღებს ზამთრის ნამქერს,
გადაივლის ქარი თოვას,
გვიან, მაგრამ გაზაფხული,
მაინც მოვა.

მზე ამოვა და დღის ნათელს,
გაექცევა ღამით სევდა,
მზე ამოვა, განა ღამე დაგვებედა.

ველი ლამაზ სიყვარულს,
გულით რომ ვინატრე,
როგორც შენი ერთგულება,
როგორც სინათლე,
მზესთან ერთად დამიბრუნდები.

ვერ გაუძლებს სუსხი აპრილს,
მზე ღრუბლებში თვალებს ახელს,
მზე ამოვა და გააქრობს გულში ნაღველს.

დრო წაიღებს ზამთრის ნამქერს,
გადაივლის ქარი თოვას,
გვიან, მაგრამ გაზაფხული,
მაინც მოვა,
გვიან, მაგრამ გაზაფხული,
მაინც მოვა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading