სულის მანათობელო

ღვინის აღმართს დავუყევი
ქალაქური ღიღინით,
შემეგება მეგობარი
სიმღერით და ღიღინით,
ქალაქელი კაცი გულში
ბოროტს როგორ გაივლებს,
ვეფერები შეყვარებულ
ჩახუტებულ აივნებს.

სულის მანათობელო,
ჩემო საგალობელო,
დედასავით ნათელო.
შენთანა ვარ ფიქრით და
შენთანა ვარ ოცნებით,
შენთვის დავილოცები,
ჩემო დედა-თბილისო.

მტკვრის ტალღებში თავს იწონებს
მოშრიალე ჭადარი,
მხარს გიმშვენებს ძმა-ბიჭების
მოქეიფე ამქარი,
გული მუდამ შენ გეძახის,
გული მუდამ შენ გიხმობს,
აბა, როგორ არ გიმღერო
სიმღერა ხარ შენ თვითონ.

სულის მანათობელო,
ჩემო საგალობელო,
დედასავით ნათელო.
შენთანა ვარ ფიქრით და
შენთანა ვარ ოცნებით,
შენთვის დავილოცები,
ჩემო დედა-თბილისო.

სულის მანათობელო,
ჩემო საგალობელო,
დედასავით ნათელო.
შენთანა ვარ ფიქრით და
შენთანა ვარ ოცნებით,
შენთვის დავილოცები,
ჩემო დედა-თბილისო,
ჩემო დედა-თბილისო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading