მეფის ქალი

ოცნებად ვიხდი რაღაც ურთულესს
მომყავს ვარსკვლავთან მთები ამალად,
ღრუბელი ღრუბელს ჩაუჩურჩულებს
და საიდუმლოს ღამე დამალავს
და საიდუმლოს ღამე დამალავს.

მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს,
ატამი მაინც გაიკვირტება!
მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს,
ამაღამ არც ეს გამიკვირდება!

ღელავს ასული და გალობს შაშვი,
მიმალულია ვარსკვლავთ კრებული
და მოსჩანს მთვარე ობოლი ბავშვი,
შუა ღამეში მიტოვებული,
შუა ღამეში მიტოვებული.

მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს,
ატამი მაინც გაიკვირტება!
მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს,
ამაღამ არც ეს გამიკვირდება!

მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს,
ატამი მაინც გაიკვირტება!
მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს,
ამაღამ არც ეს გამიკვირდება!


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading