აჭარული

სათამაშო ვაშლი მქონდა
შენსკენ გადმომივარდაო,
მე თუ გძულვარ, სხვაი გიყვარს,
ფესვიც ამოგივარდაო.

და აღმაშია გედევხედე,
ქათამი მოკაკანებს,
გოგოვ, შენ რომ დაგნახავ,
გულში გამაკანკალებს.

თეთრი ქალი, გულქანა,
კოხტა, ნაზი, მსუქანა,
ნეტაი მისი თავი მომცა
დიდი წიფლის უკანა.

გაღმა გორას გედევხედე,
ხიდი იყო ჩატეხილი,
ახალგაზრდებს რა უნდა უთხრა,
ბებრებია და ატეხილი.

სათამაშო ვაშლი მქონდა
შენსკენ გადმომივარდაო,
მე თუ გძულვარ, სხვაი გიყვარს,
ფესვიც ამოგივარდაო.

და გაღმა გორას გედევხედე,
ხიდი იყო ჩატეხილი,
ახალგაზრდებს რა უნდა უთხრა,
ბებრებია და ატეხილი.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading