თეთრ კლავიშებს

თეთრ კლავიშებს თითქოს სევდა შეპარვიათ
უშენობით ყვავილებიც სდუმან
მოლოდინმა ყველაფერი ჩააჩუმა
ისმის მხოლოდ ყვავილების სუნთქვა

შენნაირად ვეღარავინ შევიყვარე
შენნაირდ ვეღარავინ მათბობს
მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია
მოდი სანამ გულს უყვარხარ კარგო

გაზაფხული შემოიჭრა სულში ისევ
და ცრემლებად დაიღვარა ღამე
მოდი სანამ შენზე ფიქრი შემიძლია
მოდი სანამ სათქმელი მაქვს რამე

შენნაირდ ვეღარავინ შევიყვარე
შენნაირდ ვეღარავინ მათბობს
მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია
მოდი სანამ გულს უყვარხარ კარგო

შენნაირდ ვეღარავინ შევიყვარე
შენნაირდ ვეღარავინ მათბობს
მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია
მოდი სანამ გულს უყვარხარ კარგო
მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია
მოდი სანამ გულს უყვარხარ კარგო


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading