ჩუმ ბაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი
და საიდანღაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.
დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე ჩემს გულშიც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
თურმე ჩემს გულშიც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
