ქარი ჩადგა

ქარი ჩადგა, ქარი
და დროც რა უეცრად გავიდა
შენთვის მღერის ქალი
მღერის იმ ბავშვური ზღაპრიდან

წლები გავიდა
ვიცი უშენოდ მე დღეც არ მინდა
თუმცა ბავშვობის ლამაზ ქალაქში
ისევ გაწვიმდა

უკვე მერამდენედ დგება გაზაფხული თავიდან
უკვე მერამდენედ ვეღარ აგიხსენი რა მინდა
წლები გავიდა ისევ დაგიწყებ ძებნას თავიდან
თორემ ბავშვობის ლამაზ ქალაქში ისევ გაწვიმდა

ქარი ჩადგა ქარი
ისევ მღერის ქალი ძველი ზღაპრიდან
უკვე მერამდენედ დგება გაზაფხული თავიდან

მტკივა მონატრება
მაგრამ ამ ტკივილსაც ავიტან
რადგან მე უშენოდ ქვეყნად არაფერი არ მინდა

ქარი ჩადგა, ქარი
და უეცრად ისევ გაწვიმდა
ჭრელი გაზაფხული ნებით დაზაფრული არ მინდა
წლები გავიდა მომენატრე და ვიწყენ თავიდან
ალბათ ბავშვობის ლამაზ ქალაქში
ისევ გაწვიმდა

ქარი ჩადგა, ქარი
და უეცრად ისევ დაბინდდა
ისევ მომენატრე უკვე აღარ ვიცი რა მინდა
წლები გავიდა ლამაზ ოცნებებს ვხატავ თავიდან
თუმცა ბავშვობის ზღაპარ ქალაქში ისევ გაწვიმდა

ქარი ჩადგა ქარი
ისევ მღერის ქალი ძველი ზღაპრიდან
უკვე მერამდენედ დგება გაზაფხული თავიდან

მტკივა მონატრება
მაგრამ ამ ტკივილსაც ავიტან
რადგან მე უშენოდ ქვეყნად არაფერი არ მინდა

ქარი ჩადგა ქარი
ისევ მღერის ქალი ძველი ზღაპრიდან
უკვე მერამდენედ დგება გაზაფხული თავიდან

მტკივა მონატრება
მაგრამ ამ ტკივილსაც ავიტან
რადგან მე უშენოდ ქვეყნად არაფერი არ მინდა

ქარი ჩადგა, ქარი
და უეცრად ისევ დაბინდდა…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading