პროექტის შესახებ

GeorgianLyrics.com თავს უყრის ქართული სიმღერების ტექსტებს. აქ აღმოაჩენთ კარგად ნაცნობსა თუ უცნობ, ყველა დროის და ჟანრის ქართული სიმღერების ტექსტებს.

სიმღერის ტექსტის მოძიება შეგიძლიათ მარტივად, ანბანურად ან საძიებო სიტყვის მითითებით. აქვე გაგაცნობთ ქართველი კომპოზიტორების ბიოგრაფიებს.

პორტალი სრულად მოხალისეობრივ საწყისებზე შეიქმნა და ქართული სიმღერის და მათი შემქმნელების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენი მიზანია გავაციფრულოთ და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული სიმღერის ტექსტები.

თუ გაქვთ რამე შინიშვნა, კითხვა ან გსურთ რომელიმე სიმღერის ტექსტის ან სხვა თემატური კონტენტის დამატება, მოგვწერეთ და შევეცდებით გავითვალისწინოთ.

პორტალის შემქმნელი გუნდი ღიაა თანამშრომლობისთვის: თუ იდეა მოგწონთ და გსურთ გახდეთ ჩვენი პარტნიორი ან სპონსორი, მოგვწერეთ და გაგიზიარებთ პორტალის განვითარების ჩვენეულ ხედვას.