ადე, შახედე ქვეყანას,
გორიდამ გორის პირადა,
წეღან რო ჩალად არ გაჩნდა,
დაგიფასდება ძვირადა.
წეღან რო ჩალად არ გაჩნდა,
დაგიფასდება ძვირადა.
ცაზე იარე, ცაზე იარე,
ცაზე იარე, იარე, მთვარეო.
მზეო, აბრძანდი, მზეო დაბრძანდი,
ცაზე იარე, იარე, მთვარეო.
რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს,
რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,
კიდევ შავმღერნებ ერთხელაც,
რომ გულმა მაილხინოსა.
კიდევ შავმღერნებ ერთხელაც,
რომ გულმა მაილხინოსა.
ცაზე იარე, ცაზე იარე,
ცაზე იარე, იარე, მთვარეო.
მზეო, აბრძანდი, მზეო დაბრძანდი,
ცაზე იარე, იარე, მთვარეო.
სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წავალთ, სხვები რჩებიან,
გადასულების მაგივრად
მეორეები ჩნდებიან.
გადასულების მაგივრად
მეორეები ჩნდებიან.
ცაზე იარე, მთვარეო,
მზეო, აბრძანდი, დაბრძანდი.
