გადაღლილი გრძნობით აივსო სივრცე,
ნაცნობი ხმებით გაგრძელდა დღე,
ჩვენ ყველას გვინდა აენთოს ისევ,
განვლილი წლების ნათელი მზე.
სიმღერა გრძნობას სივრცეში გაშლის,
დროს გააცილებს ნაცნობი გზა,
ბგერების ზღვაში ჩვენ ვზივართ ნავში,
ზუმბა და 33ა.
ვეცადოთ ერთად რომ აღარ გადაგვღალოს ფიქრებმა,
ბავშვობის ოცნება ხომ სრულდება დღეს,
ვიცით რომ უკვე მარტო ვეღარ ვიქნებით,
თენდება ღამე და ცაზე ამოდის მზე.
სიმღერა გრძნობას სივრცეში გაშლის,
დროს გააცილებს ნაცნობი გზა,
ბგერების ზღვაში ჩვენ ვზივართ ნავში,
ზუმბა და 33ა,
ზუმბა და 33ა.
