არაფერი, ისე უბრალოდ

ნუ იხმაურებთ!
სიჩუმე სრული.
ვმარხავ უჯრაში დღეს პოეზიას…
მშვიდი ვარ, მაგრამ არა მდუმარე,
მშვიდი ვარ, მაგრამ არა მდუმარე,
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა,
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა,
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა.

ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.

სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ
ჩემი სახლის ფანჯრებთან.

შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები,
ცარიელი ქალების.

,დამავიწყდა ხუმრობა
ჩემო, ჩემიანებო!
და მიხურვა დავიწყე
ყველას ცხვირწინ კარების.

მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა,
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა.

რომ დღეს გაუმართლა ხალხს,
ხალხმა ვერ გამიგო მე, რომ
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა.

მარტოობა კარგია,
შენ რომ ხარ და კიდევ შენ,
ეგოიზმს რომ გაცდები
და იმაზე მეტი ხარ.

სიყვარული დარგია,
ესთეტიკის კიდეში,
შენ ამ მეცნიერების
წაკითხული გვერდი ხარ.

არაფერი, უბრალოდ
ყველაფერი მომბეზრდა.
ჩემთან უერთიერთობას
უკვე ერიდებიან,

ჩემი ლექსიც უკვალოდ
იკარგება ორკესტრთან,
ვგრძნობ, რომ სიყმაწვილეში
მალე მიბერდებიან…

მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა,
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა.

რომ დღეს გაუმართლა ხალხს,
ხალხმა ვერ გამიგო მე, რომ
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა.

ვოდელა დელია, ვოდელა დელია, ვოდელა დელია, და…
მე მხოლოდ სიმღერა მინდოდა.

არა! მიყვარს აპრილი,
სკდომა იასამანის,
მიყვარს ლამაზ ქალწულთა
ჩამოშლილი დალალი.

ძმაკაცობის კივილი
ჩახლეჩილი ბგერებით,
ამ ქართული გრიგალის
სუნთქვის შემაჩერები.

ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.

სულ სიმთვრალის ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვცდილობდი,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.

და მგონია ამ წუთას დედამიწაც არ არის,
და მგონია ამ წუთას დედამიწაც არ არის.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading