არსად, არსად, არსად ისე არ გელიან,
არსად, არსად, არსად ისე არ გხვდებიან,
არსად, არსად, არსად ისე არ უყვარხართ,
არსად, არსად, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
ამ ქალაქში, სახლში
მარტო, მარტო,
მარტო, მარტო.
აქ ყველა ქრის თავის გზით, ყველას მეფობა სურს,
არჩევენ ძილს, თანაც ტკბილს, დილით კარაქს და პურს,
ყავას შაქრით, სამზე ლანჩით, კოსტუმს იტალიურს,
აქ ყველა ქრის თავის გზით, ყველას მეფობა სურს
და მაინც:
არსად, არსად, არსად ისე არ გელიან,
არსად, არსად, არსად ისე არ გხვდებიან,
არსად, არსად, არსად ისე არ უყვარხართ,
არსად, არსად, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
ამ ქალაქში, სახლში
მარტო, მარტო,
მარტო, მარტო.
ვერ დამალავ საიდუმლოს თუ ვისი სული გსურს,
შენ პატარა, ყველა დიდი, “big brothers watching you”,
რჩევა-დარიგებას გაძლევს უცხო, კლასელი თუ,
მეგობარი, მეზობელი, ყველამ იცის რას გსურს,
და მაინც:
არსად, არსად, არსად ისე არ გელიან,
არსად, არსად, არსად ისე არ გხვდებიან,
არსად, არსად, არსად ისე არ უყვარხარ,
არსად, არსად, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
ამ ქალაქში, სახლში
მარტო, მარტო,
მარტო, მარტო.
