არ იფიქრო დაგივიწყო,
რა ვუყოთ, რომ წახვედი.
მე საფიცრად დავიტოვე
შენი წმინდა სახელი.
და როდესაც მზე ყვავილებს
კოცნის დილაადრიან,
შენ გეძახი, მოდი მალე,
მეც ალერსი მწადია.
მაგონდება გაზაფხული,
ზღვის ნაპირი, მზიანი,
სიყვარულით სავსე გული,
მზერა ალერსიანი.
ახლა უკვე სიმარტოვე მეძახის,
მოგონების ფიქრი ნისლებს შორდება.
და ამაოდ ველი უკვე შენს ძახილს,
იმ დღეების კვლავაც განმეორებას.
შენ გეძახი, მოდი მალე,
მეც ალერსი მწადია.
