ვაზო, ლამაზო, ფესვო ნაკურთხო,
ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ,
ფერით ზურმუხტო, ბარაქით უხვო,
შენით სამშობლო ხარობს, ირთვება,
ხარობს, ირთვება.
ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი.
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
ლალი და ალმასი,
ვაზია ლამაზი.
წყაროვ დოვლათის, სათავევ ლხინის,
ყველა დაგხარის, თავზე გევლება.
ელავს მთავარი სამშობლო მიწის,
გუნდი ვარსკვლავთა გშვენის მტევნებად,
გშვენის მტევნებად.
ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი.
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
ლალი და ალმასი,
ვაზია ლამაზი.
ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო,
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი.
შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო
რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
ლალი და ალმასი,
ვაზია ლამაზი.
