ბალადა სიყვარულზე

მე საიდუმლოს შენახავა ვიცი
და რა ხანია გულში ვინახავ.
სევდას, რომელსაც შენ ვერ მიმიხვდი,
შენმა თვალებმაც ვერ დაინახა.

მე უსასრულო ლოდინიც ვიცი,
ვერ გამიგია, რამ გაგაოცა.
ღმერთი არა მწამს და ხატის ნაცვლად
მე შენს თვალებზე ვისწავლე ლოცვა.

და შენზე ფიქრებს მივდევ კვალდაკვალ,
გულს იჭვის ლანდმა გადაუარა.
მე არც კი ვიცი ახლა სადა ხარ,
და არც ის ვიცი, მოხვალ თუ არა.

მე საიდუმლოს ამოხსნაც ვიცი
და ვიცი შენზე ფარული ზრახვა.
გან-გან დადიხარ, რომ უფრო მეტად,
მომინდეს შენი ღიმილის ნახვა.

გან-გან დადიხარ, რომ უფრო მეტად,
მომინდეს შენი ღიმილის ნახვა,
მომინდეს შენი ღიმილის ნახვა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading