ბაჭია

შენი თმების სურნელი,
გადმოედო ჩემს ვარდებს
ცაზე ვარსკვლავს ვერ მოვწყვეტ
დავეწევი შენს ტალღებს
აკრძალული ფანჯრიდან, იყურება ბაჭია
დედა არ გამაღვიძო, ლამაზი სიზმარია.

ფერფლით სავსე აქვს მთვარეს თვალები,
იქნებ შენ იცი, ვარ ნამთვრალევი მე,
გვირილის ზეწრით, ალუბლის ბალიშით
უნდა წავიდე, ხელი გამიშვი
თეთრი კლავიში, თეთრი კლავიში,
შავი კლავიში, შავი კლავიში,
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის ჩვენ…

შენი საათი ახლა მიჩვენებს, ალუბლის წუთს,
ნეტა ვიცოდე, ეს ცელქი გზა რატომ წუხს,
დედამ გააღვიძა ყველა ბალიში
მარტო დამტოვა ცელქი ბავშვივით
ასანთის ღერებს მუსრი გავავლე
ახლა ხომ ხმაურს არავინ დამიშლის

ეს საათი კი თავისას არ შლის
თავს იკლავს წუთები, წიკწიკებს თავისთვის,
შენ უნდა წახვიდე ჩქარობენ წუთები
კოცნას არ გვაცლიან სევდას ვუბრუნდები
დედის ძველ წერილებს ყვითელი ფერი აქვს
შენ ჩუმად კითხულობ, არა გრცხვენია?

გვირილის ზეწრით ალუბლის ბალიშით
უნდა წავიდე ხელი გამიშვი
თეთრი კლავიში, თეთრი კლავიში
შავი კლავიში, შავი კლავიში,
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის ჩვენ…

თეთრი კლავიში – გვირილის ზეწრით და ალუბლის ბალიშით,
შავი კლავიში – უნდა წავიდე ხელი გამიშვი,
თეთრი კლავიში, შავი კლავიში,
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის ჩვენ…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading