ღობეს ღობავდა ბერიკაცი ღიღინ – ღიღინით,
მერე ჩამოჯდა თვალხილული პირზე ღიმილით,
მოასვენა გადაღლილი ძველი სხეული
და ასე დარჩა ქანდაკებად გადაქცეული.
მოასვენა გადაღლილი ძველი სხეული
და ასე დარჩა ქანდაკებად გადაქცეული.
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა,
ასეთია თურმე წუთისოფელი.
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა,
ასეთია თურმე წუთისოფელი.
ნაზიარები, შენდობილი ზეცამ საკურთხად
კიდევ ერთი ბერიკაცი დაისაკუთრა,
დრო ისევ ივლის უსასრულოდ, განუზომავი,
რომ მისი ღობე არ დატოვოს შეუღობავი.
დრო ისევ ივლის უსასრულოდ, განუზომავი,
რომ მისი ღობე არ დატოვოს შეუღობავი.
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა,
ასეთია თურმე წუთისოფელი.
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა,
ასეთია თურმე წუთისოფელი.
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა,
ასეთია თურმე წუთისოფელი.
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა,
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა,
მიწა იყო, მიწად იქცა,
მოგონებად გადაიქცა…
