მონატრებული მოვდივარ,
კარი გამიღე ფართო,
შვილი ვარ, შენი შვილი ვარ,
ხელი არა მკრა კარგო.
შენთან გავშალე ოცნების
ჯერ გაუშლელი ფრთები,
სამშობლო ჩემი შენა ხარ,
აქ ამიდგია ფეხი,
ჩემო ლამაზო ხეობავ,
ვფიცავ შენი ვარ შენი.
ლამაზად სუნთქავ ქალაქო,
არ შეგიცვლია ფერი,
ჩავჭიდოთ ხეობელებმა,
ყველამ ჩავჭიდოთ ხელი.
ბორჟომს მივაგოთ დიდება,
შვილებმა მისი მიწის,
ფარავდეს ღმერთო ფარავდეს,
მრავალჟამიერ მისი.
მონატრებული მოვდივარ,
ფართოდ გამიღე კარი,
შვილი ვარ, შენი შვილი ვარ,
შენი მთისა და ბარის.
დედოფალივით მორთულხარ,
მწვანე სამოსი გშვენის,
მოგეფერებით სულყველა,
ვფიცავ სუნთქვა ხარ ჩვენი.
ლამაზად სუნთქავ ქალაქო,
არ შეგიცვლია ფერი,
ჩავჭიდოთ ხეობელებმა,
ყველამ ჩავჭიდოთ ხელი.
ბორჟომს მივაგოთ დიდება,
შვილებმა მისი მიწის,
ფარავდეს ღმერთო ფარავდეს,
მრავალჟამიერ მისი.
ბორჟომს მივაგოთ დიდება
შვილებმა მისი მიწის,
ფარავდეს ღმერთო ფარავდეს,
მრავალჟამიერ მისი.
ბორჟომს მივაგოთ დიდება
შვილებმა მისი მიწის,
ფარავდეს ღმერთო ფარავდეს,
მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ მისი.
